პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის როლი არის ის, რომ იყოს ზეპარტიული და ყველანაირად შეეცადოს, დაძლიოს პოლარიზაცია.