ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის 127 ნომერში ხუთსართულიან კორპუსს ოთხივე მხრიდან მიშენება აქვს. მცხოვრებლების ნაწილი მიშენებულ ფართში უკვე ცხოვრებს. ნაწილს კი გაფართოება ჯერ მხოლოდ დაწყებული აქვს. სახლი რომ ავარიულია, ამაზე მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან. რაც შეეხება იმას, რამდენად კანონიერად და ნებართვით მიაშენეს კორპუსს დამატებითი ოთახები, ამ კითხვაზე კომენტარს არ აკეთებენ. ბინას ამხანაგობაც აქვს „ბრმა ერთობა 2008“- რომლის თავმჯდომარეც აცხადებს, რომ ხშირად თავადაა ამ ტიპის მშენებლობების წინააღმდეგი, მერია კი პირიქით. სერგო ციმნარიძე ამბობს, რომ მიშენებების დიდი ნაწილი იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც მერია და შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს არ აკონტროლებდნენ. თუმცა ამხანაგობის თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს, რომელია კანონიერი და რომელი უკანონო მიშენება. მერიაში გვითხრეს, რომ მიშენებები 90-იან წლებს ეკუთვნის და ახლა მათზე რეაგირების ბერკეტი არ გააჩნიათ.