11 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი 98 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 73 პირი.
ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 73-მა ადამიანმა. კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 14 პაციენტი, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს 407 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში -187, ხოლო ონლაინ კლინიკაში 706.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.