აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, ბათუმში ტრაგედიის ადგილას მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
მისივე განცხადებით, მეხანძრე-მაშველები კოორდინირებულად მუშაობდნენ და მაქსიმალურად ჩაერთნენ სამუშაოებში.
"რეგიონებიდან დამატებითი მობილიზება იყო მეხანძრე - მაშველების. წინასწარ შესწავლილ იქნა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების სავარაუდო ადგილმდებარეობა. სამუშაო რეჟიმი იყო სადღეღამისო ჩანაცვლებით . მაშველებმა მაქსიმალური გააკეთეს, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მათ," - აცხადებს ჯუმბერ ბათაძე.