კონტაქტი უმეტესობასთან დამყარებულია, იმედიანად ვართ განწყობილი, რომ მსხვერპლი არ იქნება - ტიტე აროშიძე

08 ოქტომბერი 2021, 22:11 1747 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძე აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ გამომწვევი მიზეზი იქნება შესწავლილი როგორც სპეციალისტების მიერ, ასევე გამოძიება დაადგენს რა ფაქტებმა გამოიწვია მომხდარი.

"უდიდესი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ამ ფაქტს სჭირდება შესწავლა და დადგინდება მიზეზი. ახლაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. რამდენიმე წუთის წინ ნანგრევებიდან ამოიყვანეს ქალი, მანამ ავტომობილიდან მაშველებმა შეძლეს ბავშვის ამოყვანა.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჯერ კითხვებზე არ გვაქვს პასუხი. გამომწვევი მიზეზი იქნება შესწავლილი როგორც სპეციალისტების მიერ, ასევე გამოძიება დაადგენს რა ფაქტებმა გამოიწვია მომხდარი  და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

2019 წლიდან მოქმედებს ახალი სამშენებლო ნორმები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. გარდა ამისა ბათუმმა მიაღწია შეთანხმებას და მალე მიიღებს დოკუმენტს ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმის შესახებ , ეს იმ დოკუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უზრუნველყოფს კორპუსებში უსაფრთხო გარემოს. მერიას დაშენებებზე 2007 წლიდან ნებართვები არ გაუცია, შესაბამისად ეს მაქსიმალურად კონტროლდება.

უკანონო დაშენებები საფრთხის შემცვლელია და ყველა ახალი მშენებლობა უნდა რეგულირდებოდეს იმ კანონმდებლობით, რომლებიც უზრუნველყოფს მშენებლობების დაცვას მსგავსი კატასტროფებისგან"-განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მისივე თქმით ნანგრევებშია მოყოლილი 20-მდე ადამიანი, კონტაქტი კი უმეტესობასთან დამყარებულია,იმედიანად ვართ განწყობილი, რომ მსხვერპლი არ იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი