ციხიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის მდივანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მიქაელ ბოტკოველის თქმით, სააკაშვილს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდა, და მისთვის სისუსტე არ შეუმჩნევია. ყოფილი პრეზიდენტი დღეს ადვოკატებმაც მოინახულეს, მათი განცხადებით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა სურს.