რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მივიდა

07 ოქტომბერი 2021, 14:24 502 ნახვა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი შევიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რა არის პატრიარქის გზავნილი სააკაშვილისადმი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იტყვის.

მისივე განმარტებით, მას პატრიარქის კურთხევა აქვს ციხეში შესვლასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში