მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი

07 ოქტომბერი 2021, 10:09 582 ნახვა

საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან  და პრემიერ-მინისტრთან. 

ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. ამასთან, მილო ჯუკანოვიჩი  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში