ასობით ბათილი ბიულეტენი ბათუმში

06 ოქტომბერი 2021, 19:41 1038 ნახვა

ბათილი ბიულეტენების გადათვლა და ბათილად ცნობის შინაარსის გაცნობა მოითხოვეს ბათუმის ოლქში პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა. 13 უბანზე 975 ბიულეტენის ბათილობა მათ ოპოზიციის მხარდამჭერი ბიულეტენების მიზანმიმართული გაბათილების ეჭვს უჩენდათ, რის საფუძველზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ ორი უბანი გახსნა და გადაითვალა. „ ლელოს“ იურისტის განცხადებით, შინაარსის გაცნობის საშუალება მათ არ მიეცათ, ამიტომ საკითხის გასაჩივრებას აპირებენ. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ბიულეტენების ბათილობის მიზეზი კომისიის წევრებისთვის გასაგები ორი უბნის გახსნითაც თვალსაჩინო იყო, შესაბამისად დანარჩენი უბნები იგივე სამაჟორიტარო ოლქში აღარ შეამოწმეს. შეგახსენებთ, რომ ამ უბნებზე  გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შეთანხმებული კანდიდატების სახელები ბიულეტენზე  საკუთარი პარტიის ნომრით იყო დატანილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი