ანგელა მერკელის მილოცვა

01 დეკემბერი 2016, 00:00 3750 ნახვა

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს. მერკელი საქართველოს მთავრობის მეთაურს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საბაზრო ეკონომიკის შემდგომ განმტკიცებაში საქართველოს შეუძლია, მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი. ციტატა წერილიდან: ,,მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვაგრძელებ მჭიდრო გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. თქვენს მიერ დასახული ამოცანების შესრულებაში გისურვებთ დიდ წარმატებებს!”  

ამავე კატეგორიაში