იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება - თაკო ჩარკვიანი

06 ოქტომბერი 2021, 16:51 856 ნახვა

„კანონი და სამართლის“ ლიდერის განცხადებით, უშიშროების სამსახურიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება“.

თაკო ჩარკვიანი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსა და უფლებადამცველებს მოუწოდებს, ყოფილი  პრეზიდენტი საკანში მოინახულონ.

''გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული, ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე.  მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს თუ თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ უკვე რა მზადდება საქართველოში'' - განაცხადა ჩარკვიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი