2 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს, ბათუმის საარჩევნო ოლქში შევიდა რიგი საჩივრები. რაც შეეხება უბნებზე მიღებული ხმების რაოდენობას, წელს საპილოტე რეჟიმში ლოტოტრონის პრინციპით უბნების ნაწილზე ხმები ხელახლა გადათვალეს. 38-ე, 39-ე 42-ე 43 -ე და 51-ეზე. 1 ხმით სხვაობა მხოლოდ 1 უბანზე აღმოცნდა, დანარჩენ 4-ზე კი ხელახლა გადათვლა ოქმში ასახულისგან განსხვავებული არ აღმოჩნდა. პროცესს ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე მიანც არ ჩაუვლია.