სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

04 ოქტომბერი 2021, 18:37 1143 ნახვა

ონლაინ სწავლებიდან საკლასო ოთახებში. დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც კოვიდვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.  მოსწავლეები ვალდებული არიან ატარონ პირბადე.  გარდა ამისა,  მშობლებს აქვთ  შესაძლებლობა, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.  დღეიდან მუშაობა განაახლეს  საჯარო და კერძო ბაღებმაც. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაღის თანამშრომლებსა და ბავშვებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აღმზრდელებისა და ძიძებისთვის ასევე სავალდებულოა პირბადის ტარება , მათ ტესტირებაც ჩაუტარდათ. ბათუმის მერის მოვალეობის   შემსრულებლის  განცხადებით,  ბაღის თანამშრომლების 80%  ვაქცინირებულია .

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი