რომელი უბნები გადაითვლება ქედაში ლოტოტრონის საშუალებით?

03 ოქტომბერი 2021, 20:10 1141 ნახვა

ცესკოს ახალი დადგენილების შესაბამისად, ქედაში ის ხუთი უბანი გამოვლინდა, რომლის ბიულეტენების ხელახალი გადათვლა მოხდება. ლოტოტრონის საშუალებით ხელახლა დაითვლება N მე4-ე, მე-20-ე, 27-ე, მე-19-ე და 31-ე უბნების შედეგები. გამოვლინდა შესაბამისი დამთვლელი კომისიაც.

ხმების დათვლა ხვალ 11 საათზე ჩაინიშნა. ხვალ ჩაინიშნა ქედის N 80 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული სამი საჩივრის განხილვაც. უბნებზე ორი შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად ორი საჩივარი დაიწერა რეგისტრატორის მიერ ორ ერთნაირი ბიულეტენის გაცემის გამო, მესამე საჩივარი კი კომისიის წევრის მიერ წილისყრით გამოვლენილი უფლებამოსილებაზე უარის თქმის შედეგად დაიწერა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი