აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და კახა კალაძეს მეორე ვადით თბილისის მერობა მიულოცა.
"ეს არჩევნები გარდამტეხი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. კახა კალაძეს კი მეორე ვადით თბილისის მერობას ვულოცავ,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება იზეიმეს.