შესაძლო დარღვევები ქობულეთში

02 ოქტომბერი 2021, 18:00 582 ნახვა

ქობულეთში,  დაბა ოჩხამურის 64-ე საარჩევნო უბნის გარეთ დაფიქსირებულ, შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე,  სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარე პერიმეტრზე საწვავის ტალონებს არიგებდნენ უცნობები. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფაქტი ადგილზე გადაამოწმა.

უბნის გარე პერიმეტრზე ნამდვილად შეინიშნება უცხო მოქალაქეების მობილიზება და ავტომობილებში მსხდომი ადამიანები, რომლებიც არ ადასტურებენ რაიმე სახის ტალონების გადაცემის ფაქტს, თუმცა არ მალავენ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი