საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მთაწმინდის რაიონში, მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად იყო მოსული.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა. ჟურნალისტებს მასთან კითხვები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე