თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღე რჩება და ქვეყანაში პოლიტიკური დუღილი იმატებს. „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“ პროვოკაციებსა და დესტრუქციული ქმედებების მცდელობას აანონსებს. კონკრეტულად, შტაბის უფროსების მიერ საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებების გაცემა. საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება.
ამას პროგნოზირებენ ბათუმის ოლქის 20-მდე უბანზე. მმართველ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ სამართლით დაუპირისპირდებიან უკანონო ძალადობას და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც სამართლებლივ ნორმას არ შეესაბამება. განცხადების საპასუხოდ, ოპოზიციიდან ბათუმის მერობის კანდიდატმა სახელისუფლებო პარტიას მოუწოდა მტკიცებულებებით ისაუბრონ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია უპირობოდ გაიმარჯვეს, რაც მათი მტკიცებით, სახელისუფლებო პარტიას აშინებს.