ვაქცინაცია სოფლების ამბულატორიებში

29 სექტემბერი 2021, 15:00 1032 ნახვა

12 469 - ეს გუშინ საქართველოში აცრილი მოქალაქეების რიცხვია, სამჯერ ნაკლები ვიდრე ეროვნული გეგმა ითვალისწინებს. თანაც სტატისტიკა ძირითადად მეორე დოზების ხარჯზეა და იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც პირველად აკითხავს ვაქცინაციის პუნქტებს   ყოველდღიურად  იკლებს. 20-30 პროცენტამდეა ქვეყნის მასშტაბით სოფლებში აცრების რაოდენობა, განსაკუთრებით დაბალია 60 წელს ზევით აცრილი მოქალაქეების რაოდენობა, თანაც მაშინ, როცა ეს ასაკობრივი ჯგუფი ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლით ვაქცინაციის პრიორიტეტულ სეგმენტს განეკუთვნება. ჯანდაცვის უწყება იმედს ახლა სოფლის ექიმებზე ამყარებს, ოქტომბერში ახალი სქემა უნდა ამოქმედდეს, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციის პროცესში ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან. აჭარის ათამდე სოფელში ამბულატორიებში აცრები უკვე მიმდინარეობს, დანარჩენ სოფლებში კი მსურველებს  ჯერ-ჯერობით მხოლოდ გამსვლელი ბრიგადები ცრიან.  დაბალია აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი აჭარაშიც, ბოლო ათი დღეა მაქსიმალური ზღვარი 1500-მდეა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი