ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსებაზე განაცხადების მიღება პირველ ოქტომბერს დასრულდება 

29 სექტემბერი 2021, 13:07 1374 ნახვა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსებაზე განაცხადების მიღება ელექტრონულად პორტალზე socreg.mes.gov.ge-ზე  მიმდინარეობს და პირველ ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის შესულია 3 600-ზე მეტი განაცხადი.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.

''სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად'' - აცახდებენ სამინისტროში. 

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლიათ 13 კატეგორიის სტუდენტებს:
•    მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;

•    სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;

•    აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები

•    სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;

•    ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები; 

•    ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;

•    მრავალშვილიანი (4 და მეთი შვილი) ოჯახის წევრები;

•    სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;

•    სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;

•    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

•    აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები; 

•    ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულები;

•    სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში