მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 233 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.77 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 210 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.