40 გარდაცვლილი და 2185 ინფიცირებული – ასეთია კორონა ვირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში. ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად, ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი. ამ ფონზე კი საგანგაშოდ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ბოლო რამდენიმე დღეა დღიური მაჩვენებელი 10-დან 15 ათასამდე მერყეობს, ამ ტემპით კი ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე ვერ შესრულდება. ვაქცინაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინიმუმ 60 პროცენტის ასაცრელად ვადა 5-6 თვით გადაიწევს, თანაც დელტა შტამის პირობებში 60 პროცენტი მინიმალური ზღვარია და პანდემიის დასამარცხებლად მოსახლეობის 80 პროცენტი უნდა აიცრას.