ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ტრიუმფით დასრულდა

26 სექტემბერი 2021, 23:13 1386 ნახვა

ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. 

დავით ხუციშვილი (80 კგ) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. სეზონის უძლიერესი მოჭიდავეები მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპის საერთო შედეგებით გამოვლინდნენ. სეზონის დასკვნით - მეოთხე ეტაპს ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა.

შავი ზღვის სანაპიროზე, მედლები ტრადიციულად, ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველოს ნაკრების წევრები ოთხივე წონაში პოდიუმზე ავიდნენ.

ქელეხსაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ხუციშვილმა, მარსაგიშვილმა და კორძაიამ - ვერცხლები.

მსოფლიო სერია 16-17 ივლისს, ნიცაში გამართული პირველი ეტაპით გაიხსნა და ქართველები ოთხივე წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ.

მეორე ეტაპს 3-4 სექტემბერს რომმა უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების მონაგარი ქელახსაშვილის, ხუციშვილისა და კორძაიას ვერცხლის მედლები იყო.

10-11 სექტემბერს, საბერძნეთის კურორტ კატერინიში, მესამე ეტაპზე, ქელეხსაშვილი ჩემპიონი გახდა, კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხუციშვილმა - მესამე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში