შეხვედრა სადამკვირვებლო მისიებთან

24 სექტემბერი 2021, 15:26 842 ნახვა

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მერობის კანდიდატის თამარ კეკენაძის თქმით, შეხვედრაზე არსებული წინა საარჩევნო გარემო განიხილეს და  კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების შესახებ ისაუბრეს. რაშიც „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. როგორც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბოლომდე მიადევნებს თვალს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილს, ასევე არჩევნების დღეს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში