თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ ნომერზე - 2 51 00 51 შიდა ნომერი 0. აღნიშნულ თემაზე ცენტრალურ საარცევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
მათივე განმარტებით, სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 საარჩევნო უბანი შექმნა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვადების გათვალისწინებით დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.