ევროპარლამენტის გადაწყვეტილება

29 ნოემბერი 2016, 00:00 4177 ნახვა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხის განხილვა 2017 წლის 18 იანვარს იგეგმება. ევროპარლამენტის ვებ - გვერდზე განთავსებული წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატები იანვრის სესიაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის საკითხის განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ. სავარაუდოდ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის  პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ დასრულდება, რადგან  ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოსა და უკრაინის უვიზო რეჟიმი მხოლოდ შეჩერების მექანიზმის მიღების შემდეგ ამოქმედდება. 

ამავე კატეგორიაში