„განახლებული რეგიონები“ -პროგრამის ფარგლებში ურბანული განახლების პროექტები მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში. ხულოში უკვე მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი დაბის ცენტრალურ ნაწილს რეკონსტრუქცია უტარდება. იცლება შენობების იერ-სახე, ეწყობა ბორდიურები და საგზაო უსაფრთხოების ნიშნები. პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პირველი ეტაპის სანუშაოების ღირებულება 500 მილიონი ლარია.