ნიკა მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ ის არაფრად აგდებს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს - ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 17:17 704 ნახვა

ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად- განცხადება ირაკლი კობაძიემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, ამის მაგალითები იყო ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში  რამდენიმე დღის განმავლობაში.

კობახიძე ამბობს რომ, დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ,,ნაციონალური მოძრაობის'' გეგმა იდგა.

"ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე.

"ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დღეს ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.  ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში