შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლენტეხსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამოღებულია ,,ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა,ასევე ერთ-ერთის დაკავებულის სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.