ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა

22 სექტემბერი 2021, 12:16 1416 ნახვა

დახმარებას ითხოვს მოსახლეობა ე.წ შანხაის დასახლებიდან. დატბორილია შავშეთის 29 ნომერი, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში დგას. შედეგად დაზარალებულია 30-ზე მეტი ოჯახი. გვიყვებიან, რომ  ყოველი წვიმისას მათ სახლებში ასეთი  სურათია და გაუსაძლის მდგომარეობაში  არიან.  გაუფუჭდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი, წყალი  სახლებში  გვიან ღამით შევარდა, ვინც პირველ სართულზე ცხოვრობს, ღამის გათენება მეზობლებთან  მოუხდათ. ამბობენ, რომ გაუმართავია საკანალიზაციო  და სანიაღვრე სისტემა, რაც ხშირი დატბორვის მიზეზია. ისინი დახმარებას ითხოვენ, მათი თქმით, არაერთი ზარის მიუხედავად, შესაბამის უწყებებს სათანადო რეაგირება არ მოუხდენიოათ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში