NCDC ვაქცინაციის ბანერების დაბრუნებას მოითხოვს

20 სექტემბერი 2021, 18:25 1021 ნახვა

ვაქცინაციის ბანერების  დაუყოვნებლივ  უკან  დაბრუნების მოთხოვნით  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა წერილი კომპანია „ ალმაში“ გააგზავნა. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ბანერების ჩამოხსნა არ იყო შეთანხმებული ცენტრთან და ესაა ხელშეკრულების დარღვევა. წერილის თანახმად, ვაქცინაციის ბანერის ჩამოხსნა ნეგატიურ შედეგს მოიტანს, მით უფრო მაშინ, როცა ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ბანერების ჩანაცვლების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა სხვა თემით .  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე, ორსულებში და ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა.  როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ეს მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, თუ ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით.

ე.წ.  სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „ალმამ" . კომპანიის განმარტებით, "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან და დიზაინთან და მათი კომპანიის როლი შემოიფარგლება მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან მიღებული სარეკლამო ბანერის განთავსებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი