ახალი ინფიცირების კლების ფონზე კვლავ მაღალია კოვიდ-19 ით გარდაცვლილთა რიცხვი. კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა და კიდევ 42 გარდაცვლილი- ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა. ამჟამად ვირუსს სულ 26 701 ადამიანი ებრძვის. რაც შეეხება აჭარას.
რეგიონში გვაქვს ინფიცირების 101 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი. კლინიკაში 580 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. განკურნებულთა რიცხვმა ბოლო დღე-ღამეში 264 შეადგინა, ქვეყნის მასშტაბით კი ვირუსის 1 954-მა ადამინმა დაამარცხა. გარდაცვლილთა რიცხვის კლებას სპეციალისტები ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაში ხედავენ.