გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფი, ცნობილმა ბალერინამ მაკა მახარაძემ დატოვა.
მისივე განცხადებით, პოლიტიკა მისი საქმე არ არის.
"არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას და არც გავეკარები არავითარ შემთხვევაში. არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია"- ამბობს მაკა მახარაძე.
იგი პარტია "საქართველოსთვის" ამომრჩეველთა ჯგუფს 4 დღის წინ შეუერთდა და გიორგი გახარიას მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა.