კოვიდ-აპლიკაცია უფრო უსაფრთხო ბიზნესისთვის

14 სექტემბერი 2021, 20:05 1769 ნახვა

ქვეყანაში კოვიდსაშვის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პლატფორმა ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას მოქმედების არეალი გააფართოოს, ხოლო მომხმარებელს შეეძლება, უსაფრთხო მომსახურეობა მიიღოს.  

ბიზნესოპერატორები სწორედ სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, კოვიდსაშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.

პორტალის მიხედვით, „მწვანე“ სტატუსი მიენიჭება მათ, ვისაც ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვთ სწრაფი კოვიდ ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვთ ჩატარებული „პისიარ“ კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო ექვს თვეში გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია ან არიან ორჯერადად ვაქცინირებული.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი