პუტინი წინასაარჩევნოდ სამხედროებსა და პოლიციას ხელფასს უზრდის

13 სექტემბერი 2021, 18:33 975 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა. ქვეყნის ლიდერის განკარგულებით,  2022 წლამდე აიკრძალა პანდემიით დაზარალებული მცირე ბიზნესის დაგეგმილი შემოწმება. ოპოზიციის განცხადებით, ამ გზით რუსეთის ლიდერს არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მოზიდვა სურს. მანამდე ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად მეხანძრეები, პოლიციელები, პროკურორები და სამხედრო მოსამსახურეები  ერთჯერადი დახმარების სახით 15 ათას რუბლს მიიღებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში