სწავლის არასათანადო ხარისხი სკოლებში - ბრიფინგი ენმ-ში

13 სექტემბერი 2021, 11:01 794 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის განათლების სამინისტროს მიერ სასწავლო პროცესის მართვის არაეფექტურ მექანიზმზე მიუთითებს.  პარტიაში აცხადებენ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარიდან აბიტურიენტებს ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდათ.

თეკლა კავაზაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო პანდემიის პირობებში მოსწავლეებისთვის განათლების თანაბარი ხელმისაწდომობა.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ აჭარაში სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემით, არამედ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობით არიან დაკავებულები.

ჩვენ დავუკავშირდით  აჭარის განათლების სამინისტოს, სადაც საპასუხო კომენტარი  ჯერ არ გაკეთებულა. 

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ  გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და სამინისტროს მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულთა 75%-მდე გადალახა დადგენილი ბარიერი, ამასთან ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ წელს მაღალმთიან აჭარაში აბიტურიენტებს გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი შედეგი ჰქონდათ.

ედუარდ მიქელაძე მოუწოდებს პარტიას გაასაჯაროვონ კვლევის რა მეთოდოლოგია გამოიყენეს და საიდან მიიღეს ეს სტატისტიკა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს არ ემთხვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი