დაირღვა თუ არა ქობულეთში კანონი - რა ზომებს გაატარებს 81-ე საარჩევნო ოლქი

11 სექტემბერი 2021, 18:15 1672 ნახვა

ხმაური იყო ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავმჯდომარესთან შეხვედრას და იმ საიჯარო ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც ოლქს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უბნები აქვს ნაქირავები, რადგან დღეს დილიდან ქობულეთში ერთ-ერთ უბანზე, რომელიც სასტუმრო კომპლექსშია განთავსებული კომისიის წევრები არ შეუშვეს. მიზეზად ადმინისტრაციამ შიდა ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიება დაასახელა.

ოპოზიციის განცხადებით, მომხდარი  სისხლის სამართლის დანაშაულია, ისინი სწორედ ამ საკითხზე აპირებდნენ განმარტებების მოსმენას 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ცნობისთვის ქობულეთში, N1 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 81-ე საარჩევნო საოლქო კომისიამ მოკვლევა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში