''პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის ათეული წარადგინა

10 სექტემბერი 2021, 21:23 1419 ნახვა

"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე პარტიული სიის ათეული წარადგინა. "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი გიორგი ლომია იქნება.

პარტიიდან მცხეთის მერობისთვის ნანა დევდარიანი, რუსთავის მერობისთვის კი თორნიკე არევაძე იბრძოლებს.

თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლომიამ საკუთარ ამომრჩევლებს გააცნო თბილისის 10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც ასევე დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში არიან წარმოდგენილი. 

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ:

  1. მთაწმინდა - გოდერძი ამაშუკელი;
  2. ვაკე - ირმა ცხორაგაული;
  3. საბურთალო - მალხაზ თოფურია;
  4. კრწანისი - დავით მელიქიძე;
  5. ისანი - ნიკოლოზ კაჭკაჭური;
  6. სამგორი - გიორგი გაბათაშვილი;
  7. ჩუღურეთი - გიორგი კარტოზია
  8. დიდუბე - ირაკლი კობრავა;
  9. ნაძალადევი - გელა ხუციშვილი;
  10. გლდანი - იოსებ ზარიძე.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი