ბარცხანაში უხვმა ნალექმა სახლი დაანგრია

09 სექტემბერი 2021, 20:03 2275 ნახვა

ბარცხანაში, ბაქრაძის ქუჩის 27 ნომერში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ სადაც საცხოვრებელ სახლზე-მოშენებული ნაგებობა ჩამოენგრათ, თუმცა 6 წევრიანი ოჯახი, თითქმის 1 წელია უკვე იქ აღარ ცხოვრობს, ისინი მერიამ დროებით ქირით გაასახლა.

როგორც ამბობენ, აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სახლი დროებით გამაგრებასა და რეაბილატაციას ექვემდებარება, თუმცა მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ეს საფრთხის შემცველია.  

მერიაში აცხადებენ, რომ ბაქრაძის 27-ში ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც დეკემბერში უნდა დასრულდეს, მანამდე კი ოჯახები ქირით სხვაგან იცხოვრებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი