არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 - „ევროპულ საქართველოსთან“ - "ქართული ოცნება"

09 სექტემბერი 2021, 11:24 1073 ნახვა

პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოში" ბრიფინგი გაიმართა.

გივი მიქანაძემ წარმოადგინა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ კავშირშია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ასეთი მისი განმარტებით არის სულ რეგისტრირებული 62 ორგანიზაციიდან 12, ხოლო სამი კავშირშია "ევროპულ საქართველოსთან".

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად მიზანს საარჩევნო უბენებზე, საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობის ხელის შეშლა და პროვოკაცია წარმოადგენს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი, რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ წინაარჩევნო კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ დესტრუქციისთვის ემზადებიან.

მიქანაძე ამბობს, რომ, ოპოზიცია ამ მხრივ სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას.

„ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდაც 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიქანაძემ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი