„საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტიის წევრებზე ხორციელდება შანტაჟი და ზეწოლა 

07 სექტემბერი 2021, 16:31 889 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები აქტივისტებს, მერობის კანდიდატებს, პროპორციული სიის წევრებსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აშანტაჟებენ. 

ირაკლი მიქელაძე კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ეს არის პარტიული დავალება, რომელსაც გარკვეული პიროვნებები ასრულებენ. 

გიორგი გახარიას თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ დაშინების გამო პარტიის რიგები სხვა პირებმაც დატოვონ. 

''ეს არის ორგანიზაციული დავალება, მათი პარტიული ბოსები მაქსიმალურ ზეწოლას ახორციელებენ. რიგ შემთხვევაში ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელს იყვნენ ''ნაციონალური მოძრაობის'' ზონდერები.

ორი კვირის წინ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა ჩვენი პარტიის აქტივისტებზე. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პარტია ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა და მოსყიდვა. გუშინ ჩვენმა ერთმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გააკეთა განცხადება მოხსნასთან დაკავშირებით. 

მინდა ვუთხრა ''ქართული ოცნების'' და სუს-ის თანამშრომლებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ემსგავსება ''ნაციონალური მოძრაობის'' ქცევას 2012 წელს. მინდა მივმართო მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს - უნდა გავუძლოთ, სულ რაღაც 25 დღე დარჩა და საკადრის პასუხს გავცემთ მიმდინარე ფაქტებს, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ერთი და ორი ადამიანი ჩვენ გულწრფელად გვეცოდება, გვესმის რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ადამიანურად ვუთანაგრძნობთ'' - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ. 

ირაკლი მიქელაძის ბრალდებებს ''ქართულ ოცნებაში'' პასუხობენ. ტიტე აროშიძის თქმით, გიორგი გახარაის გუნდს ადამიანები საკუთარი სურვილით ტოვებენ და შანტაჟს ადგილი არ ქონია. 

''არანაირი მოსყიდვის საფუძველი და მცდელობაც კი არ ყოფილა ''ქართული ოცნების'' მხრიდან. ეს ადამიანები საკუთარი ნებით და სურვილით ტოვებენ პარტიას. რა თქმა უნდა ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა დატოვოს, რადგან ყველა ხედავს როკ პარტია ''საქართველოსთვის''  ''ნაციონალური მოძრაობის'' თამაშ ტამაშობს'' - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი