საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დღეიდან საარჩევნო გადაცემათა ციკლი იწყება.
ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს 21:00 საათზე მერობის კანდიდატები ეყოლება სტუმრად ვახო ხუზმიაშვილს.
სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს კი ირინა ყურუასა და ლაშა ზარგინავას გადაცემაში ექვსივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ნომრები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შერჩეულ კითხვებს უპასუხებენ.
რადიოს ეთერში კი ,,კომპეტენტური პასუხი და თვითმმართველობა’’ აგრძელებს მუშაობას. გადაცემა ეთერში კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მაია ვარშანიძის ავტორობით გავა.
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე კი ყოველ დღე იქნება პირდაპირ ეთერში.