ჯავაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე რუსმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს.
უწყების ცნობით, თავად ტურისტის თქმით, სალაშქროდ იყო წასული და ისე გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.