შეზღუდვებია ქუთაისის შემოსავლელ გზაზეც, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზის მონაკვეთზე გეგმური სამუშაოები დღესაც გრძელდება. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება ძველ მიმართულებაზე, ქალაქ ქუთაისის გავლით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.