ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპზე საქართველომ 3 ვერცხლი მოიპოვა

05 სექტემბერი 2021, 15:08 1220 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპი გაიმართა. საქართველოს ნაკრების 4 წევრიდან 3 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ვერცხლის მედლები: ლევან ქელეხსაშვილმა (70კგ), დავით ხუციშვილმა (80კგ) და მამუკა კორძაიამ (90+კგ) მოიპოვეს
დავით მარსაგიშვილი კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ რომ პირველი ეტაპი საფრანგეთის ქალაქ სენ-ლორენ-დიუვარში გაიმართა და ოთხივე ქართველმა ოქროს მედალი აიღო.

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს სერიის მესამე ეტაპს 10-11 საბერძნეთი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში