გიორგი მარგველაშვილის განკარგულება, პრემიერ მინისტრად, გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი-აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც 27 ნოემბრით თარიღდება.