საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

03 სექტემბერი 2021, 12:33 968 ნახვა

პროპორციული სიების, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 15 პარტიამ გამოთქვა, შესაბამისად, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და ამ დროისთვის 4 პოლიტიკური პარტიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაარეგისტრირა. მერობის მსურველებიდან კომისიამ ჯერ მხოლოდ 5 კანდიდატი ,, გახარია საქართველოსთვის- ირაკლი მიქელაძე; სახე + ედნარ ბაგრატიონი ; საინიციატივო ჯგუფიდან გია ხალვაში, კახაბერ ცისკარიძე და მესამე ძალა დაარეგისტრირა, დანარჩენებზე ოლქის თავმჯდომარე მსჯელობს. საოლქო საარჩევნო კომისიას, მაქსიმუმ 2 დღე აქვს იმისთვის, რომ ოლქში წარდგენილი დოკუმენტები განიხილოს- შემდეგ უკვე პოლიტიკურმა პარტიებმა საბოლოო პროპორციული სიების, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების სიები უნდა წარადგინონ. 79-ე საარჩევნო ოლქის იურისტის თქმით, ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში პარტიას  აღარ მიეცემა გონივრული ვადა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები მიმდინარეობს ხელვაჩაურის 83-ე საარჩევნო ოლქში. ოლქში განაცხადი შეიტანა 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან დიდი ნაწილი უკვე დარეგისტრირდა, ნაწილს კი ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მიეცა. უკვე ცნობილია, რომ ხელვაჩაურის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - გაერთიანებული ოპოზიციიდან, „ქართული ოცნებიდან“ და პარტიიდან „საქართველოსთვის“.

ხულოს მერობისთვის ამჯერად სამი კანდიდატი იბრძოლებს. ქართული ოცნების, ენმ-ს და პარტია საქართველოსთვის .  რაც შეეხება პარტიულ და მაჟორიტარულ სიებს  -  პარტიულ სიებში საკუთარი კანდიდატები 11 -მა, ხოლო მაჟორიტარულში 7 სუბიექტმა და ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა წარადგინა. მერობის კანდიდატი   ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს წარდგენილი  შუახევში -  ნაციონალურ მოძრობას, ქართული ოცნებას, პატრიოტთა ალიანსს და პარტიას საქართველოსთვის. პარტიული სიების კანდიდატურა აქ 10-მა  პარტიამ წარადგინა, ხოლო მაჟორიტარული 5-მა. პოლიტიკური სუბიექტების დოკუმენტაციის   ორი დღის განმავლობაში უნდა შეისწავლონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი