გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" პრეზენტაცია გამართა

30 აგვისტო 2021, 21:20 760 ნახვა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პლატფორმის "მესამე ძალის" ​ონლაინპრეზენტაცია გამართა და გაერთიანების წევრები წარადგინა.

მესამე ძალის სია ასეთია:

  • გრიგოლ ვაშაძე;
  • ხათუნა სამნიძე;
  • თამარ კეკენაძე;
  • რეზო კემულარია;
  • ვახტანგ იაშვილი;
  • ოთარ ბაღათურია;
  • პაატა ჩიქოვანი;
  • სერგო ჩიხლაძე;
  • თეონა აქუბარდია;
  • პაატა მანჯგალაძე;
  • ​დავით ცეკვავა;
  • თეონა ჭალიძე;
  • ნანა ტოხვაძე;

"ეს არის მხოლოდ გუნდის ნაწილი, შეზღუდვებიდან გამომდინარე რისი წარმოდგენაც შევძელით. ნამდვილად ის დროა, დავამთავროთ ორპოლუსიანობა, გავაკეთოთ ახალი არჩევანი, შემოხაზეთ ნომერი ერთი, აირჩიეთ "მესამე ძალა“ და მოვიტანოთ გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"მესამე ძალა" სხვადასხვა პარტიას და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს. გიორგი ვაშაძეს დღევანდელ პრეზენტაციაზე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები არ დაუსახელებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი