ვაქცინაციის საბჭოს სხდომა

30 აგვისტო 2021, 17:58 730 ნახვა

კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების საფუძველი ჯერ  არ არის და მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს ჰოსპისტალური სექტორი-ასეთია ეპიდვითრება ქვეყანაში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,  ვირუსის გავრცელების პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და მოლოდინია  შემთხვევების დაღმა სვლის ეტაპისა. რაც შეეხება გარდაცავლების მაღალ მაჩვენებელს, სპეციალისტების თქმით, გარდაცვალების კლებას სჭირდება პერიოდი, რასაც წინ უნდა უსწრებდეს შემთხვევების სტაბილიზაცია. პაციენტების უმეტესებოა ისევ ჟანგბადდამოკიდებულია, რაზეც თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ  ჟანგბადის მომარაგაბასთან დაკავშირებით  საერთაშორისო შესყიდვები დაიწყო.  მისივე ინფორმაციით, ,სინოფარმის" დოზები მაღალი მოთხოვნილების გამო ამოიწურა, ამიტომ მოსახლეობას ახლა ჩინური წარმოების მეორე პრეპარატ  ,,სინოვაკს" სთავაზობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი