რა დახმარებას მიიღებენ კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულები - პრემიერის განმარტება 

30 აგვისტო 2021, 11:23 836 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახეთში სტიქიით დაზარაბლებულ მოქალაქეებს დაეხმარებიან. 

​''რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა, დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი და ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო ჩასული იყო ადგილზე. შეიქმნა ოპერატიული შტაბი. ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს პრობლემა ჩვენს მოსახლეობას.

დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში საფერავში 1 ლარს. მათ ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები ჰექტარში  3 000 ლარს გადავუხდით. ვისაც აღდგენა დასჭირდება იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი სახელმწიფო აღუდგენს დანაკარგს ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად, იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კახეთში დაზიანებულია დაახლოებით 5 000 ჰექტარი, ეს არის თელვის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტებები

''26 აგვისტოს კახეთში სტიქია, რომელმაც ძირითადად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგაობები. შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. პირველივე დღიდან რთველის საკოორდინაციო შტაბმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზარალის შეფასება დაიწყო.

ძირითადად არის სოფლები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც 30-დან 50%-იან ზარალს ველოდებით. მოხდა დეტალური შეფასება. ძირითადად დაზიანებულია ამ 5000 ჰექტრიდან ვენახები. შესაბამისად, სტიქია ძირითადად შეეხო მევენახე ფერმერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მყისიერად ფერმერებთან მომხდარიყო კომუნიკაცია, რომ მათ მიერ მოწვეული მოსავალი, მიუხედავად კონდიციისა და დაზიანების ხარისხისა, ჩაბარდება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში